„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს

“თავისუფალი დემოკრატებს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რიგგარეშე ყრილობაზე პარტის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე ერთხმად აირჩიეს.
შავგულიძის კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

შავგულიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა და ცდილობს ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლის დამყარებას.

შავგულიძის თქმით, სახელისუფლებო პარტია ამ სურვილსაც გასცდა და ის მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

“ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა”, – მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს
შემდეგი სტატია“ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი” – მეუფე ზენონი