“თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2016 11:39

“თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს

მნიშვნელოვანი

  • “თავისუფალი დემოკრატებისთვის” უმნიშვნელოვანესია, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. ამ დეპარტამენტში არაერთი დარღვევაა, რაზეც ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ და შესაბამისად ვითხოვთ სასწრაფო მოკვლევას”, - განაცხადა ამაშუკელმა.

სხვა სტატიები

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ამაშუკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხ აგვისტოს პარტიის ინიციატივით, ოფიციალური წერილი გაეგზავნა აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, რომ შეემოწმებინათ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტი.

მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისათვის“ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილია საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ფლანგვა, სამუშაო შტატების არარაციონალური ზრდა.

“აუდიტის სახელმწიფო სამსახურისგან მოვითხოვთ, რომ შემოწმება განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, რათა გაირკვეს, თუ სად და როგორ იხარჯებოდა ვეტერანებისთვის განკუთვნილი ფინანსები”, – აღნიშნა ამაშუკელმა.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვამ შედეგი გამოიღო და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, აუდიტის სამსახური არაგეგმურად შეამოწმებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსურ საქმიანობას, თუმცა არ არის მითითებული როდის და რა ვადებში მოხდება ამ პროცედურების ჩატარება.

“თავისუფალი დემოკრატებისთვის” უმნიშვნელოვანესია, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. ამ დეპარტამენტში არაერთი დარღვევაა, რაზეც ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ და შესაბამისად ვითხოვთ სასწრაფო მოკვლევას”, – განაცხადა ამაშუკელმა.

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2016 11:39