“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა, სადაც პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის და პლათფორმის მთავარი გზავნილები გააცნო.
ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობას “თავისუფალი დემოკრატების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააცნო, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს.
“ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბანკის ვალებით, პროცენტებით დამძიმებულები არიან. ისინი ვერ ახერხებენ სხვა ეკონომიკურ აქტიურობებს. ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თითონ ვალის მომსახურების პროცენტის საშემოსავლო გადასახადს აღარ დაუქვითავს სახელმწიფო და ეს იქნება კიდევ წახალისება იმის, რომ ადამიანმა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური აქტიურობა გაწიოს”.
საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, დეტალურად ისაუბრა სოციალური დახმარებების არსებულ სისტემასა და მისი გაუმჯობესების გზებსზე.
“არასამართლიანი სისტემაა დღეს. ნებისმიერ ბიუროკრატს აუხსნელად შეუძლია, ადამიანს შემწეობა შეუწყვიტოს და ასეთი ათასობით შემთხვევაა. დღეს სამართლიანი სისტემის გამართვაზე ვსაუბრობთ, რომელიც იქნება დამოკიდებული, იმაზე, თუ რა შემოსავალი აქვს ადამიანს და არა იმაზე, რომ რომელიმე ბიუროკრატმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გვექნება საუბარი ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. ჩვენთვის მთავარია, რომ წინ გავახედოთ საზოგადოება და არ იყოს 90-იანი წლების დაპირისპირების მენტალიტეტში ჩარჩენილი პოლიტიკა”- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ
საბურთალოს რაიონში შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ზურაბ აბაშიძესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან, დავით ონოფრისვილთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და პარტიის საბურთალოს რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში Independent-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა
შემდეგი სტატიაობამა: ბრიუსელის ტერაქტებში მუსლიმებს ნუ დაადანაშაულებთ