“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერები განმარტებებს აკეთებენ

ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, ვიქტორ დოლიძე და დავით ონოფრიშვილი „თავისუფალ დემოკრატებს“ ტოვებენ და წყვეტენ პოლიტიკურ საქმიანობას.

ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

„მიმდინარეობდა კონსულტაციები პარტიის შიგნით. მე არ ვრჩები პარტიაში, გზას ვუთმობ ახალგაზრდა და ნიჭიერ ხალხს, არასდროს მიცხოვრია პარტიული ინტერესით, სამშობლო იყო მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ვიქტორ დოლიძემაც აღნიშნა, რომ წყვეტს პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას.

„მე გავაგრძელებ ხუთი უდანაშაულო ადამიანის ციხიდან გამოსახსნელად საქმიანობას. როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფის წევრი პარლამენტში, კიდევ ორი თვე ვაგრძელებ მუშაობას, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ბოლომდე მივიყვანო”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმაც.

“გადავწყვიტე არ გავაგრძელო პარტიული საქმიანობა და რაიმე სხვა საქმით დავკავდე”, – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

“შვიდი წელი ვიმუშავე “თავისუფალ დემოკრატებში”, უფრო სწორად ვიბრძოლე პარტიაში და პარტიისთვის. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის რიგები”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გია ცაგარეიშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს
შემდეგი სტატია“მინდა იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს დაშლას აანონსებს, ვაგრძელებთ ბრძოლას”