“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდა.

ამის შესახებ მან დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დავით წეწვაძის განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდეოლოგიური დაახლოება გახდა.

დავით წეწვაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი მერვედფინალშია
შემდეგი სტატია“ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას ხვდება