„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სიას 16 ივლისს წარადგენენ

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სიას 16 ივლისს წარადგენენ და მისი პირველი ნომერი ირაკლი ალასანია იქნება. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სიის ფორმირება ფინალურ ეტაპზეა. 16 ივლისს, „თავისუფალი დემოკრატები“ დაარსების 7 წლისთავზე პარტიულ ყრილობას გამართავს და საარჩევნო სიასაც იქ წარმოადგენს.

„ყრილობაზე იქნება სიახლეები, მათ შორის, სიებთან დაკავშირებითაც. იმედი მაქვს, „თავისუფალი დემოკრატების“ სია საზოგადოების მხრიდან სათანადოდ შეფასდება და, იქიდან გამომდინარე, გამოიტანენ დასკვნებს. პარტიის ლიდერი არის ირაკლი ალასანია და სიის პირველი ნომერი იქნება ირაკლი ალასანია“, – თქვა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი იმდენად უკეთესია, რომ 2012 წელთან შედარება არ შეიძლება, თუმცა სასურველია, იგი „ბევრად უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული იყოს.“

„ძალიან სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას, კერძოდ, მაჟორიტარულ-რეგიონალური სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას შეეხებოდა, არ შეასრულა და 2020 წლამდე გადადო. საკითხავია, მანამდე იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ სრულფასოვნად ხელისუფლებაში, მაგრამ ვისურვებდით ბევრად უფრო მეტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისთან, ევროსაბჭოსთან, სადაც ზედმიწევნით იქნება კონტროლი. ალბათ, გახსოვთ, რომ ჯონ ქერიმ ლაკმუსის ქაღალდი უწოდა საპარლამენტო არჩევნებს,“- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების რეალიზაცია დაიწყო
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან