„თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე წევრმა დატოვა

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მისმა რამდენიმე წევრმა დატოვა. დღეს ქუთაისში, “ქართული ოცნების” ოფისში, ვანის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა წევრმა, რომან თვალაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტია რამდენიმე დღის რაიონული ორგანიზაციის ყველა წევრმა დატოვა. თვალაბეიშვილის თქმით მიზეზი გახდა, ის რომ თავისუფალი დემოკრატების გზები და ინტერესები ნაციონალურ მოძრაობასთან გადაიკვეთა.
„პარტიის მიერ აღებულმა ახალმა კურსმა და განსაკუთრებით უკანასკნელმა მოვლენებმა , გვაჩვენა რომ ჩვენ მივდივართ იმ პრინციპების საწინააღმდეგოთ, რითაც მოვედით ხელისუფლებაში და რაც ყველაზე სამწყხაროა მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ისეთი პარტნიორები რომელთაც მე და ჩემი გუნდი ვებრძოდით. ვინაიდან თავისუფალ დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას გააჩნიათ ერთიანი აქტივობები და პრინციპები, ჩვენ ვტოვებთ მათ რიგებს და ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რითაც დავიწყეთ 2012- ში და მოვდივართ დღემდე და გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.“- განაცხადა რომან თვალაბეიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია დატოვა “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ტაბიძემაც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვიდა