”თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე მხარს არ უჭერს

ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე მხარს არ უჭერს. როგორც დღევანდელ სესიაზე ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები გარკვეულწილად რაღაცას აუმჯობესებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

”ძალიან კარგია თუ ხდება თანხვედრა პოზიციების პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, მაგრამ ეს კარგია იმ შემთხვევაში თუ არ ზიანდება ის საქმე რა საქმესაც ემსახურება ეს შენივნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გარკვეულწილად რაღაცას აუმჯობესებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არათუ კონსტიტუციური სამართალწარმოება გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში, არამედ არ გაუარესდეს დღემდე არსებული ვითარება. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ გარკვეულ საკითხებში პრეზიდენტის შენიშვნები გარკვეულწილად არ ასახავს ვენეციის კომისიის პოზიციებს, ხოლო გარკვეულ საკითხებს, რაც მკაცრად არის გაკრიტიკებული ვენეციის კომისიის მიერ, საერთოდ არ ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გავიზიარებთ ამ შენიშვნებს”, – განაცხადა შავგულიძემ.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს იხილავს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ პარლამენტარებს პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია“იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი”