თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნების გამოძიებას ეხება.

ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ხელისუფლებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.

“დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების ნაწილს აქვს მონაწილეობა მიღებული ამ ყველაფერში და ზუსტად აქედან და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ შოთაძის პროკურატურა ამ საკითხების გამოძიებას ვერ შეძლებს. საჯაროდ მივმართავთ საქართველოს პრემიერს და ვთხოვთ დაუყოვნებლივ კონსულტაციას მასთან, რათა ერთიანი პასუხი გავცეთ იმ საფრთხეს, რომელიც მიმართულია ჩვენის წინააღმდეგ, თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ და მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ – განაცხადა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საღამოს, შესაძლოა, მაესტრომ მაუწყებლობა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა