“თავისუფალი დემოკრატები” – გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი ასეთ ისტორიულ პროცესში

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშს მიესალმება.
“ამით დასრულდა სამწლიანი დაძაბული მუშაობა და “თავისუფალ დემოკრატებს” გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ის უდიდესი წინსვლა, რომლითაც საქართველო, საბოლოოდ სრულფასოვნად გახდება ევროპის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ გეოგრაფიული ნაწილი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა ნაბიჯი ამ პროცესის დროულად დასრულებისა და აღებული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად.
“თავისუფალი დემოკრატები” გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს დასახულ მიზანს – გავხდეთ ევროკავშირის წევრი!
გვსურს მივულოცოთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა იმ უწყების ასობით მოხელეს, რომელმაც განვლილი წლების მანძილზე უდიდესი შრომა და ძალისხმევა ჩადო ამ წარმატების მიღწევაში”, _ ნათქვამია პარტია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული“
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროკომისიის დადებით ანგარიშს ულოცავენ