“თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“უახლოეს დღეებში სამეგრელოს რეგიონში პარტია “თავისუფალი დემოკრატები” წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შესაბამისად ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნოს შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა ხელი შეეშალოს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მუშაობას. ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის შესახებ მოწოდებას პრემიერის მხრიდან. მთავრობის ხელმძღვანელის ამ მოწოდების ფონზე ოპონენტების წინააღმდეგ უკადრისი მეთოდებით ბრძოლა სულ მცირე არაეთიკურია და აზიანებს საარჩევნო პროცესს.”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს
შემდეგი სტატია“ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ქონდა“ – ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე