“თავისუფალი დემოკრატები” ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებენ

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, ჟურნალისტების, ორგანიზაცია “სირცხვილიას”და “თბილისი პრაიდის” მიმართ გამოვლენილ ძალადობას გამოეხმაურა. როგორც თამარ კეკენაძემ აღნიშნა- “პირველ რიგში მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე ორგანიზაცია სირცხვილიას და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასწრაფო რეაგირება მოახდინოს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ეს აგრესიული ჯგუფები. მათი მოქმედება სცდება გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შელახვისკენ. პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ, რომლის მთავარი მესიჯი იყო რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები არ არიან ამ ქვეყნის თანასწორუფლებიანი წევრები და მათ არ აქვთ უფლება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საკუთარი უფლებები დაიცვან მათი შეხედულებისამებრ მშვიდობიანი გზით, ღიად წაახალისა აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ქმედებები. თავისუფალი დემოკრატები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას თბილისი პრაიდის მიმართ და მათ გვერდით ვიქნებით, ისე როგორც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ვისაც ესმის, რომ ნებისმიერ ადამიანის აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ასევე, მინდა მოვუწოდო საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, გამოვიდნენ დღეს და გვერდით დაუდგნენ პრაიდის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაშიკორძაია – არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ
შემდეგი სტატიაფირმულას ჟურნალისტს რატი წვერავას ფიზიკურად გაუსწორდნენ