“თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილს მიმართავენ

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2016 14:16

“თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილს მიმართავენ

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, საკანონმდებლო ცვლილებები მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე პარლამენტში წარადგინოს.

როგორც დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებას ჯერაც არ დაუწყია მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოდელის განხილვა.

“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ნამდვილად ვერ დავეთანხმები დავით უსუფაშვილს. მას ან მმართველი გუნდის ნებისმიერ წევს შეუძლია, დღესვე შემოიტანოს კანონპროექტი და დავიწყოთ განხილვა. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ პროექტზე, რომელიც ჯერ განსახილველადაც არ შემოსულა? თქვენ გახსოვთ, როდესაც თავის დროზე 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული პროექტი უნდა გაგვეხილა, შეეხებოდა 2020 წელს და არა 2016 წელს რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც არ ვარგა, ვინაიდან ჩვენი დაპირება იყო, რომ უმალ გადავსულიყავით ამ სისტემაზე, მაგრამ 2020-ის პერსპექტივაც ახლა რთულად მესახება. ხელისუფლებას ჯერჯერობით განხილვაც არ დაუწყია. მე არ ვამბობ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ახლა აუცილებლად მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ ამ ინიციატივას, მაგრამ მზად ვართ, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ამის განხილვა”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, “სანამ სულ გვიან არ არის” მხარი დაუჭიროს მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2016 14:16