“თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებზე არავისთან გაერთიანდებიან

თავისუფალი დემოკრატები 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ალასანიას განმარტებით, არჩევნებისთვის პარტია განსაკუთრებულად ემზადება.

“2016 წლის არჩევნებისთვის განსაკურთებით ვემზადებით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი. მოსახლეობას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება აქვს და ამ ნდობას აღდგენა სჭირდება,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუცია განიხილეს
შემდეგი სტატიასემეკი “რუსთავის წყალის” განცხადებას პასუხობს