“თავისუფალი დემოკრატები” აქციებს აანონსებენ – პარტიაში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება

თავისუფალი დემოკრატები აქციების გამართვას აანონსებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება. თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, ხუთივე ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

ადვოკატები დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს