“თავისუფალი დემოკრატები” 27 მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

“თავისუფალი დემოკრატები” 27 მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

პარტიის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გამგეობის, მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს, თუმცა მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ეს ნორმა დარღვეულია.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია საბიუჯეტო ხარჯების 32%, ქედის მუნიციპალიტეტში 52%, ონში 35 %, და მსგავსი 27 მუნიციპალიტეტია. „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, ისინი ეყრდნობიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას. ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს საჯარო მოხელეების მოსყიდვას წინასაარჩევნოდ.

„თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ აუდიტის სამსახურს დაინტერესდეს, მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურებით.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარმა 30 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა ივლისის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაიმართება