თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომამ რეკომენდაცია გამოსცა.

უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა (საარჩევნო სუბიექტებმა) მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ან მათი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან, ასევე, ამ შეხვედრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრაქციისაგან, რითაც უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების რისკი.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც.

საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა