“თავისუფალ დემოკრატებს” ახალი წევრი შეემატა

პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა. პარტიის ინფორმაციით, მათ რიგებს თინათინ რევაზაშვილი შეუერთდა. რევაზაშვილი საზოგადოებას დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
თინათინ რევაზაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, რომელიც პარტიაში ამ მიმართულებით იმუშავებს. იგი „თავისუფალ დემოკრატებში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს გაუწევს კურირებას. თინათინი იმუშავებს შ.შ.მ პირების კანონმდებლობის დახვეწაზე და საერთაშორისო პრაქტიკის იმპლიმენტაციაზე ჩვენს ქვეყანაში.
თინათინ რევაზაშვილი საზოგადოების აქტიური წევრია. თინათინი არის სამართლებრივი ადვოკატირების პროექტში უფლებადამცველი და კოალიცია ‘’დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ წევრი. 2013- 2014 წლებში რევაზაშვილი გახლდათ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშირობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს
შემდეგი სტატიაკოჯორში მიწაში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაირკვა