თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული “ოცნება” და იძულებულია მიჰყვეს დინებას – მელია

გამამტყუნებელი იქნება თუ გამამართლებელი, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

დღეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის წინააღმდეგ აღძრული მორიგი აბსურდული საქმის განხილვაა, რომელზეც სასამართლო უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლემ მალე გადაწყვეტილებაც უნდა გამოაცხადოს.

მელიას თქმით, “ოცნება” ოპონენტების დაკავებით წინააღმდეგობის კერების დასუსტებას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

“თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული ქართული ოცნება და იძულებულია მიჰყვეს დინებას. აღძრეს საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მედიამენეჯერების წინააღმდეგ, ბუნებრივია უკან დასახევი გზა არ აქვს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად ემზადება, უბრალოდ არ დავეთანხმები – ამბობს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშისაინტერესო სხდომა იქნება – საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი იწყება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით