ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ. დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ გიორგი ძიძიკაშვილმა მასზე სასტიკად იძალადა.
“ღამის საათები იყო, უკვე ვიწექი, ახალ ჩაძინებული ვიყავი. მომვარდა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძლებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დრესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს”, – ამბობს ელენა ზაუზოვკოვა”ტვ პირველთან”.
გიორგი ძიძიკაშვილმა მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვა.
საქმე 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.


















