“თავი ვერ გამოიჩინეს” – გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას შეხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრებტან ერთად საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შესაძლოა გვენეტაძე საქალაქო სასამართლოში დღესაც მივიდეს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, შეხვედრაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე იმჯელებენ.

„საზოგადოებას გაუჩნდა ბევრი კითხვა და არ იყო კომპეტენტური პასუხები. მე ვგეგმავ უახლოეს დღეებში, ეს შეიძლებ დღესაც მოხდეს, ზუსტად ჯერ არ მაქვს განსაზღვრული, საქალაქო სასამართლოში გავარკვიო პრესსამსახურის მუშაობის, ასევე სპიკერი მოსამართლის აქტიურობის საკითხები. შევხვდე თავმჯდომარეს, მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების მიღებისა და მასზე განცხადების გკეთებასთან დაკავშირებით კომუნიკაციაში იყო ჩვენთან და კიდევ უფრო აქტუალურად დავძრა საკითხები. ანგარიშვალდებულობა და გამჭვირვალობა პროცესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ამ მხრივ მე ვფიქრობ სასამართლომ ნამდვილად ვერ გამოიჩინა თავი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია“აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა”- ივანიშვილი პრეზიდენტის უარზე ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე