33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“თავი შეიკავეთ ცრუ ინფორმაციისგან” – პენიტენციური სამსახურის განცხადება ზოდელავას კლინიკაში გადაყვანაზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.

მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”,_ აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შემდეგი სტატიაComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა