10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

“თავი შეიკავეთ, არაა საერო მოღვაწეების საქმე”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“გარდა იმისა, რომ როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლმა, სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით და დარწმუნებული ვარ, ბევრი მორწმუნე შეუერთდება ამ იდეას, საერთოდ არ ვაპირებ საეკლესიო საქმეებში ჩარევას და მოვუწოდებს სხვებსაც, რომ თავი შეიკავონ ამისაგან.

არაა ეს საერო მოღვაწეების საქმე.

ვიცით, რომ დიქტატორი ერევა და იმისთვის, რომ ეს და ბევრი სხვა შავი საქმე ავღკვეთოთ, დიქტატურაა მოსაშორებელი და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ”,_ აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიარსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი?- რას ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ჩემი ცემის მონაწილეების იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს – არის ტყუილი