ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა და თქვა, რომ „ჰამასმა“ დახოცა, თავი მოჰკვეთა, გააუპატიურა და ცოცხლად დაწვა ბავშვები“. ამის შესახებ timesofisrael-ი იტყობინება.
„როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ევროპას, ახლოს აღმოსავლეთს და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავს“ უწოდებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ „ჰამასი“ ღაზაში. ჩვენ დავანგრევთ მის ტერორის მანქანას, დავანგრევთ მის პოლიტიკურ სტრუქტურას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს, ეს არის ომის მთავარი მიზანი“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.