“თავი მარტო იმ ტუალეტში შესასვლელად ხომ არ გაბიათ, მუნიციპალიტეტის პირველ სართულზე რომ ყარს?!“

julietaწალენჯიხის ადგილობრივი გამოცემა “ეგრისის” რედაქტორი, ჯულიეტა როგავა, “თაიმერის” მასალაზე, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შექმნილ წინასაარჩევნო მარათონს ეხება, კომენტარს აკეთებს.
ჯულიეტა როგავას თქმით, წალენჯიხაში საარჩევნო ოლქებში წარმომადგენლების სია წალენჯიხის ყოფილმა გამგებელმა და “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა, გოგა გულორდავამ, მისმა მრჩეველმა დავით ბელქანიამ და სუს-მა (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა) ერთობლივად შეადგინეს.
„სია შედგა პირადი ურთიერთობებს გათვალისწინებითა და პარტიული სიმპათიებიდან გამომდინარე, რამაც ავტომატურად, იმ პირების დაბლოკვა გამოიწვია, რომელთაც საარჩევნო უბნებში მუშაობის გამოცდილება აქვთ,“ – ამბობს ჯულიეტა როგავა და თვლის, რომ აღნიშნული პირები მუნიციპალიტეტში “უღირსად” მოქმედებენ.
როგავა გოგა გულორდავასა და დავით ბელქანიას ურჩევს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
“თავი მარტო იმ ტუალეტში შესასვლელად ხომ არ გაბიათ, მუნიციპალიტეტის პირველ სართულზე რომ ყარს, ან იმ 100-ათას ლარიანში, მოლარე რომ ქოლგით იგერიებს წვიმასა თუ აბეზარ ბუზებს?!?” – აცხადებს ჯულიეტა როგავა.
შეგახსენებთ: “თაიმერმა” დღეს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ წალენჯიხის 68-ე საარჩევნო ოლქის “თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი აკრიტიკებს უბნებზე პირების ნაცნობობითა და პარტიული ნიშნით დანიშვნას, რაც, მისი აზრით, არჩევნების გასაყალბებლად ხდება.

 

(video) ექსკლუზივი: “ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხაში 2016 წლის საპრალამენტო არჩევნების გაყალბება დაიწყო

 

 

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ზღაპრები არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას
შემდეგი სტატია“რატომ დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google”