თავი დადო საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს – მეუფე სტეფანე უკრაინაში დაღუპულ გიორგი გრიგოლიაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს გიორგი გრიგოლიას ხსოვნას პატივი მიაგო. მეუფემ დაღუპული მებრძოლის სულის მოსახსენიებლად აბაშის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. მან მებრძოლის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მეომარმა ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი.

„ამ პიროვნებამ თავი დადო საქართველოსთვის და უკრაინისთვის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის შორს მიმავალი განზრახვები და უფალი შეეწიოს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშიამ განცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი – ხიდაშელი
შემდეგი სტატიამე არ ვსაუბრობ დამცირებაზე, მე ვსაუბრობ ქალებზე და ბავშვებზე, რომლებსაც განურჩევლად აუპატიურებენ და კლავენ და ეს უნდა იყოს ჩვენი ფოკუსი – მეცოლას პასუხი მაკრონის განცხადებას