“ამასობაში, რაღაც კვლევა გამოქვეყნებულა, მონაცემები ჩამიგდეს და კომენტარი მთხოვეს სხვადასხვა მედიებმა.
მეგობრებო, სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ისედაც ძალიან დაკავებული ვარ ამ წინასაარჩევნოდ.
გმადლობთ.
p.ა. თან თავდაუსხმელობას მოვაწერეთ ხელი ბრიუსელში და პოლიტიკურ აქტორებს თავს ვერ დავესხმები, სიტყვის კაცი ვარ მე.” – წერს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია Edison Research-ის ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.