10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

“თავდასხმისთვის დაჯგუფება უმძიმეს ფასს იხდის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი “ჰეზბოლას” აფრთხილებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დღევანდელ იერიშებს „მოულოდნელი და გამანადგურებელი“ უწოდა:

მინისტრის თქმით, დარტყმები მიმართული იყო „ჰეზბოლას“ ასეულობით ოპერატიული მუშაკის წინააღმდეგ, რომლებიც მთელი ლიბანის მასშტაბით განლაგებულ შტაბებში იმყოფებოდნენ.

კაცმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც დაჯგუფებამ 2024 წლის ცნობილი „პეიჯერების აფეთქების“ შემდეგ მიიღო.

მინისტრმა მკაცრად გააფრთხილა „ჰეზბოლას“ ლიდერი — „მისი პირადი ჯერიც დადგება“. კაცის თქმით, ირანის ინტერესების გამო ისრაელზე თავდასხმისთვის დაჯგუფება უმძიმეს ფასს იხდის.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის იერიშებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა კი ასეულებს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკული მედია: CIA-მ ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი პილოტის სამძებრო ოპერაციის დროს საიდუმლო ხელსაწყო გამოიყენა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო