30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა “პანცირი” განათავსეს

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირი“ განათავსეს მას შემდეგ, რაც ობიექტზე უკრაინული დრონების რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

გამოცემა Defense Express-ის ცნობით, ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-ს1“, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, ესტაკადაზეა განთავსებული.
ეს ნაბიჯი მოჰყვა ობიექტზე უკრაინული დრონების სულ მცირე ორ ბოლო დარტყმას, მათ შორის ერთ-ერთ თავდასხმას, რომელმაც ქარხნის ინფრასტრუქტურას თვალსაჩინო ზიანი მიაყენა.

კადრებში ჩანს მანქანის კაბინის ზემოთ დამონტაჟებული ლითონის დამცავი ბადე/გალია, რაც ტიპური მოდიფიკაციაა საბრძოლო ზონებთან ახლოს მოქმედი რუსული სამხედრო ტექნიკისთვის. Defense Express-ის ვარაუდით, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სისტემა უშუალოდ ფრონტის ხაზიდან ან ფრონტისპირა რეგიონებიდან გადაისროლეს.

banner
წინა სტატიაში“თქვენს ქვეყანაშიც ვერ დაბრუნდებით!”-ტრამპის მუქარას ირანმა ოფიციალური პროტესტით უპასუხა
შემდეგი სტატიალონდონში ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია იმართება- ემიგრანტები პოლიტიკოსის გათავისუფლებას ითხოვენ