თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ მეთოდებს – ზურაბიშვილი

რუსეთის იერიშს უკრაინაზე საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს იერიში კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის სასტიკ მეთოდებს.

მკაცრად ვგმობთ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს”. – წერს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა