თავდასხმა ტელეკომპანიაზე -რ2-ის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, გამოძიებას მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი გაუწევს

„რუსთავ2“-ის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებთ ტელეკომპანიის თანამშრომლები გვიან ღამემდე პოლიციაში გამოკთხვაზე იმყოფებოდნენ. გამომძიებლების კითხვებს უპასუხა „კურიერის“ ჟურნალისტმა დავით ერაძემ, რომელიც ე.წ ქართული მარშის აქტივისტების თავდასხმის შედეგად ისე დაშავდა.
პოლიციაში გამოკიტხვაზე იმყოფებოდა არხის იურისტი თამთა მურადაშვილი, სწორედ მის ავტომობილს გადაუკეტეს გზა ე.წ ქართული მარშის აქტივისტებმა და დააზიანეს.

“გამოძიებას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რა მოხდა ჩვენს ოფისთან, როგორ მოვხვდით ამ ალყაში. ალბათ გავასაჩივრებთ, ვნახოთ ვიმსჯელებთ. საინტერესოა რა რეაგირება მოჰყვება შემდეგ პოლიციის მხრიდან. ეს არის ნათლად დასანახი და აღქმადი ძალადობა რელიგიის სახელით.“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი2″-ის თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმის გამოძიებას მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს. ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო სახალხო დამცველი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი დროულ და ობიექტურ გამოძიებას, დანაშაულისთვის კი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს.

„სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს იმას, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, მოხდეს სწორი კვალიფიკაცია ჟურნალისტზე თავდასხმის და ყველა პირი მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში16 ჰექტარი საყდრისში – დღეს გაირკვევა ვინ გახდება მიწის მფლობელი
შემდეგი სტატიაკუს ტბის საბაგირო დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება