რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე დრონებით იერიშები მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონი სავაჭრო ცენტრ “გულივერს” მოხვდა.
დნიპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 18 დაშავდა.








