თავდასხმა “რუსთავი 2-ზე” – დაშავებული ჟურნალისტი დავით ერაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებული დავით ერაძე ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება. ექსპერტიზის დასკვნით მიყენებული დაზიანებების სიმძიმე და ხანდაზმულობა უნდა დადგინდეს.
გუშინ ე.წ. ქართული მარშის წევრების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როგორც მე განმიმარტეს, ექსპერტიზა ტარდება იმისთვის, რომ დაზიანების სიმძიმე და ხანდაზმულობა დადგინდეს, რის შემდეგაც ეს ყველაფერი საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება, იმ უწყებას, რომელიც მოკვლევას აწარმოებს. რამდენადაც ვიცი, 6 პიროვნებაა დაკავებული, თუმცა მათ შორის არის თუ არა ის პიროვნება, არ ვიცი, მე მათაც ვუთხარი, რომ უბრალოდ ამოცნობასაც ვერ შევძლებ, იქიდან გამომდინარე, რომ ის მომეპარა, როდესაც მე სადღობელაშვილს ვესაუბრებოდი ცოტა მაღალ ტონებში და გვერდიდან ისე, რომ მისკენ არც ვიყავი მოტრიალებული, დამარტყა, მაგ დროს ჩავიკეცე, როცა ავიწიე, არავინ აღარ იდგა ჩემ გვერდზე“,- განაცხადა დავით ერაძემ.

banner
წინა სტატიაშინატო სკრიპალის საქმის გამო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას გააძლიერებს
შემდეგი სტატიატატუნაშვილი-ოთხოზორიას სია – ინიციატივას ლიტვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილავს