თავდასხმა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე არის ძალიან საგანგაშო მოვლენა-ელენე ხოშტარია

თავდასხმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე არის ძალიან საგანგაშო მოვლენა-ეს განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის ” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. ხოშტარია, გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე მომხდარ თავდასხმას გამოემხაურა და განაცხადა, რომ მომხდარი დაუსჯელობის სინდრომს უკავშირდება. მისივე თქმით, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ფიზიკური შეურაცხოფა არაერთხელ მომხდარა, თუმცა არც ერთი დამნაშავე შესაბამისად არ დასჯილა.

„თავდასხმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე არის ძალიან საგანგაშო მოვლენა. ეს ძალადობის გამოვლენის პირველი ფაქტი არ არის და ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ძალადობა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ წაქეზებულიც არის ხოლმე ხელისუფლების მხრიდან. მარგამ ამ ძალადობას თან ახლდა დეკლარირებული, პირდაპირ გაკეთებული განცხადება, რომ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო გაუსწორდნენ ნიკა გვარამიას. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, აქ აღარ არის საუბარი უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ასეთი ტიპის დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი. იმიტომ რომ ეს არ ეხება უბრალოდ ცალკე აღებულ ნიკა გვარამიას, ეს ეხება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ხვალ გახდეს ვიღაცის გულისრევის თუ გაღიზიანების მსხვერპლი,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმეხიკოში საწვავის ფასის გაზრდის გამო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება
შემდეგი სტატიასერბეთში ყინვისა და თოვლის გამო საშიშროების “წითელი” დონეა გამოცხადებული