თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე და პოლიციის გულგრილობა ბათუმში

ფიზიკური დაპირისპირება და გულგრილი პოლიცია. ბათუმში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების თავდასხმას ოპოზიციის აქტივისტებზე პოლიცია დიდხანს და უმოქმედოდ ადევნებდა თვალს.

კონფლიქტის მიზეზი კი მმართველი პარტიის აქტივის ქმედება გახდა, რომლებმაც ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.

ეს რეგიონში მმართველი პარტიის აგრესიული მხარდამჭერების პირველი ძალადობა არ არის. მათ უკვე მოაწყეს თავდასხმა ლელოს წევრებზეც, რის გამოც გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ ოპოზიციას კანონის აღსრულების მოლოდინი არ აქვს.

სახლი, რომელზეც ბანერი გამოფინეს ბათუმის ყოფილ ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე ცხოვრობს. მისი სახელი ბათუმში ეგრეთ წოდებული იაფი სახლის სკანდალს უკავშირდება , რის გამოც მანველიძემ რამდენიმეთვიანი სასჯელი უკვე მოიხადა. აუდიტის დასკვნის თანახმად, ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რისკები ვერ შეაფასეს და მუნიციპალიტეტმა თითქმის მილიონ ნახევარი

banner
წინა სტატიაშიმორიგი მასშტაბური აქცია – 21 ნოემბერს ცოცხალ ჯაჭვში ხალხი კიდევ ერთხელ ჩადგება
შემდეგი სტატიადედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა