თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებზე – ენმ – საგანგებო განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებზე თბილისში მომხდარ თავდასხმას, პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნეს.

გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, მათ მხარდამჭერ მამა-შვილს 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
„საბურთალოს მე-6 ოლქში, ჯერ აიძულეს მამუკა კურტანიძე საარჩევნო უბანი დაეტოვებინა, შემდეგ კი მამასთან ერთად ირაკლი კურტანიძესთან, როდესაც საკუთარ სახლთან მივიდა, მათ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე მანქანით გადაადგილდებოდნენ. 4 მანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 20-მდე პირი და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და იმედია ამას რეაგირება მოჰყვება. მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მაქსიმალურად ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს. ჩვენ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პრესკონფერენციაზე ტუღუშმა ლაგდეხის 26-ე ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევების შესახებაც ისაუბრა. ტუღუშის ინფორმაციით ლაგოდეხში დუშეთის ბიულეტინები იყო ჩატანილი, სადაცნაციონალური მოძრაობა არ ფიგურირებდა. ტუღუში იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი სახის დარღვევები აღარ განმეორდება.

banner
წინა სტატიაშიდარღვევები საარჩევნო უბნებზე – ISFED 15 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია : არცერთი ხმა, ეს იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ თუ სხვა პარტიისთვის მიცემული ხმა, არ დაიკარგება