თავდასხმა მარნეულში – ოპოზიციის მხარდამჭერი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში პოლიციას ადანაშაულებს

თავდასხმა ოპოზიციის კიდევე ერთ მხარდამჭერზე – ფიზიკურ ანგარიშსწორებაში 50 წლის კახა კვარაცხელია პოლიციას ადანაშაულებს.

დაზარალებული ყვება, რომ ის ღამით სამართალდამცველებმა მარნეულში გააჩერეს და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, ამის შემდეგ პოლიცია მისი პოლიტიკური სიმპათიით დაინტერესდა.

მას შემდეგ, რაც კახა კვარაცხელიამ უთხრა, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკურ ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უწყებამ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მესამე ძალის გამოჩენას გაცილებით მეტად შეუწყობს ხელს პოლიტიკურად კონკურენტული გარემო, ვიდრე ხიხოს თურქმენისტანი
შემდეგი სტატიახმაური ზუგდიდში – გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მისულ ხალხს, სავარაუდოდ, “ოცნების” აქტივისტები უთვალთვალებდნენ