თავდასხმა ხატია დეკანოიძეზე- მამაკაცს ჯარიმა ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა, წვრილმანი ხულიგნობის, 166-ე მუხლით დაიწყო, რაც 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

შსს-ს მხრიდან მოკვლევას ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, პირი, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ამასთან ის საჯაროდ დაემუქრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, თუმცა საქმეში აღნიშნული მუხლები ასახული არ არის.

“ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა?

– საჯარო მუქარა დახვრეტით ყველა -ნაციონალური მოძრაობის წევრი მიმართ?

– მანქანის დამიზნება ჩვენზე? ჟურნალისტი ძლივს გადარჩა.

ანუ სახლში რომ მოგვივარდეს ავტომატით ადმინისტრაციული ჯარიმა შეაჩერებს?”,-წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატია“ყოველდღიურად 2 000 შემთხვევა პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ციფრია”