20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

თავდასხმა ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე- დაკავებულმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ბრალი აღიარა

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ბრალი აღიარა. ინფორმაციას სპეცრაზმელის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი ავრცელებს.

“ვიცავ გუშინ დაკავებული სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთ პიროვნებას. ბრალი მოიცავს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხის მე-3 ნაწილს, თუმცა დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმის გათვალისწინებით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდული ვარ. მან ბრალი აღიარა ბრალის წარდგენისას. დიდი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, დეტალებზე, თუ რა ჩვენება მისცა, რა თქვა და ა.შ., ვერ ვისაუბრებ…ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე ბრძანება გასცა, ან დაავალა, მას არ უხსენებია“,_ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.
კითხვაზე, სპეცრაზმელმა ერთპიროვნულად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ უხსენებია ვინმე სხვა პირისგან მიიღო თუ არა ბრძანება.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. მათ ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი: უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
შემდეგი სტატიასუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს