თავდასხმა ბერლინში: ანის ამრიზე ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროა დაწესებული

შენგენის ზონაში ტუნისელის ძებნა მიმდინარეობს, რომელიც, სამართალდამცველების ვერსიით, 19 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე ხალხს სატვირთოთი დაესხა თავს, რომლის დროსაც 12 ადამიანი გარდაიცვალა და 49 დაშავდა.
გასულ ღამით დაკავების ორდერი გაიცა ადამიანზე, რომელსაც გერმანიის პროკურატურამ დაარქვა ანის ამრი, ის 24 წლის არის, შეიარაღებულია და საშიში.
მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის სამართალდამცველებმა 100 ათასი ევრო დააწესეს.
პირადობის მოწმობებში, რომელიც მას სატვირთოში დარჩა, ის სხვადასხვა სახელითა და გვარით არის რეგისტრირებული. ეჭვმიტანილის მონაცემები ასეთია : სიმაღლე 178 სმ, წონა – დაახლოებით 75 კგ, შავი თმები, ყავისფერი თვალები. პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ის საშიშია და შეიარაღებულია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტომობილი დაიწვა
შემდეგი სტატიაერდორანმა რუსეთის ელჩის მკვლელს გიულენის მომხრე უწოდა