თავდასხმა ავღანეთში – მსხვერპლი 50-ს აჭარბებს

სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა მორიგ თავდასხმას ჩრდილოეთ ავღანეთში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. დაუდგენელი პირები ჯერ გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს, შემდეგ კი შიიტებით დასახლებულ სოფელშიც შეიჭრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაუსწორდნენ.

დაღუპულების უმრავლესობა სწორედ მშვიდობიანი მოსახლეა – მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. პროვინციის გუბერნატორის ცნობით, თავდამსხმელები “თალიბანისა” და “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშირუსი ტურისტები აფხაზეთზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატიასაფინანსო კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ