თავდასხმა ახალქალაქში ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე – სასამართლო ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

სასამართლო დღეს ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდამაში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.პროკურატურამ ბრალი სულ ხუთ პირს წაუყენა. მათ შორის დეპუტატის, ენზელ მკონიანის ოჯახის სამი წევრია.
მათ წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების მიზეზად პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას ასახელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა ამ სწორედ ფაქტის შემდეგ დაარბია.
„განხილული იქნება აღკვეთის ღონისძიების საკითხი ამ ხუთი პირის მიმართ და როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხუთივეს მიმართ ეს იქნება არასაპატიმრო ღონისძიება. გაუგებარია ჩვენთვის რატომ არ ხდება სათანადო სამართლებრივი შეფასება ამ ქმედების. ბუნებრივია ეს წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, მივა თუ არა ეს გამოძიება ჭეშმარიტებამდე და დადგენილი იქნება თუ არა სიმართლე,“-განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კვლევას არ ვატარებთ”- „სამართლიანი არჩევნების” სახელით, დაუდგენელი პირები ამომრჩევლებს უკავშირდებიან
შემდეგი სტატიაჩვენ მოვითხოვთ რომ პენსიის ინდექსაციის ფორმულა, საზოგადოებას გაუმხილონ მეორე ტურამდე – ზურაბ ჭიაბერაშვილი