თავდამსხმელმა 4 მძევალი აიყვანა – “საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ ავლაბარში მდებარე ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა, თავდამსმხლეს 4 მძევალი ჰყავს – 3 ოპერატორი და 1 დაცვის თანამშრომელი:

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, „საქართველოს ბანკის ადმინისტრაციისთვის“ მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკში“ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკის 3 ოპერატორი და დაცვის 1 თანამშრომელი მძევლად აიყვანა – ნათქვამია საქართველოს ბანკის ინფორმაციაში

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაპატრიარქო – „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია, მათი ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია
შემდეგი სტატიასავარაუდოდ, 2 მძევალი თავისუფალია