თავდამსხმელმა 11-დან ექვსი მძევალი გაათავისუფლა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში ამ დროისთვის ხუთი მძევალი რჩება.

ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დაადასტურა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა 11-დან ექვსი მძევალი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია, ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები
შემდეგი სტატიაოფიციალური ინფორმაციით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული