25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თავდამსხმელის პასუხისმგებლობის ნაცვლად — ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრალს ნიკა მელიას მხარდამჭერებს უყენებენ

სამტრედიაში ნიკა მელიაზე 2 წლის წინ მომხდარ თავდასხმას პოლიცია საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით იძიებს. თუმცა, საქმეზე ბრალდებული თავდამსხმელის ნაცვლად ნიკა მელიას დაცვის ყოფილი წევრი და მისი თანაპარტიელი გახდნენ.

პარტია „ახალის“ წევრი, ცოტნე მირცხულავა საგამოძიებო უწყებაში დაბარებას პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს უწოდებს. მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში საქმეზე რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა და საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ პოლიტიკურად აქტიური პირების განსანეიტრალებლად განახლდა.

„ამ საქმეში უჩვეულო არაფერია —”ოცნება” დიდი ხანია ცდილობს ჩვენს შეშინებასა და გაჩერებას. 2 წლის შემდეგ იწყებენ გამოძიებას და დღეს ვიგებ, რომ ბრალს 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიყენებენ. “ოცნება” ცდილობს დაგვაშინოს, დაგვაშანტაჟოს და პოლიტიკურ მარწუხებში მოგვაქციოს, თუმცა ამ ბრძოლაში გაჩერებას არავინ აპირებს. «ოცნებას» დაშინება არ გაუვა“, — აცხადებს მირცხულავა.

ოფიციალურ ბრალს, სავარაუდოდ, დღესვე გააცნობენ ნიკა მელიას დაცვის ყოფილ თანამშრომელს, გაბრიელ კობაიძესაც, რომელიც საგამოძიებო უწყებაში გასულ კვირას დაკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის აქტიური გამოძიება თითქმის ორწლიანი დაგვიანებით დაიწყო. თავდამსხმელის — საბა ნიკოლეიშვილის იდენტიფიცირება ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა მას ბრალდებულის სტატუსი დღემდე არ აქვს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამჟამად იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ინციდენტის დროს თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კომპანიაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი აგვისტოს ომზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება