გერმანიის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს მოკლა მამაკაცი, რომელმაც კინოთეარში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. ინციდენტი ფრანკფურტის მახლობლად მდებარე ქალაქ ვირნჰაიმში, კომპლექს “კინოპოლისში” მოხდა.
შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი კინოთეატრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გერმანული მედიის ცნობით, დაშავებულია 25-ზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა გაურკვეველი გაზის გაშვების შედეგად მოიწამლა. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, თავდამსხმელი ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.