თავდამსხმელები ზუგდიდში, სავარაუდოდ, სამხედრო პირები არიან

მძევალი, რომელშიც ანონიმურმა წყარომ თავდამსმხელის თანამოაზრე და მოქმედი ჯარისკაცი, დავით ხვიბლიანი ამოიცნო, თითქმის 7 საათის განმავლობაში გვერდიგვერდ იჯდა შეიარაღებულ თავდამსხმელთან.

წყარო ასახელებს სავარუდო თავდამსმხელის ვინაობასაც, რომელიც მისი თქმით, ასევე სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანია, დავითის ნათესავი. მძეველების გათავისუფლების შემდეგ დავით ხვიბლიანი ოჯახში არ მისულა. მას ამ დრომდე სამართალდამცველები კითხავენ.

თავდამსხმელთან ნათესაურ კავშირს არც თემურ ხვიბლიანი მალავს, თუმცა “მთავარ არხთან” საუბრისას ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან კავშირს უარყოფს.

ინფორმატორის ცნობით, თავდასხმის დღეს დავით ხვიბლიანმა ბაზა თვითნებურად დატოვა, ზუგდიდში ჩავიდა და იმავე ბანკში შევიდა, რომელსაც, წყაროს ცნობით, კიდევ ერთი ხვიბლიანი თავს დაესხა. თემურ და დავით ხვიბლიანები გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები არიან, მონაწილეობდნენ საერთაშორისო მისიებშიც. როგორც დავითის მეზობლები ყვებიან, ის ავღანეთშიც მსახურობდა.

ეჭვებს აძლიერებს “მთავარი არხის” მიერ მოპოვებული კადრებიც, სადაც ჩანს, რომ დავით ხვიბლიანი ბანკის შენობაში თავისუფლად გადაადგილდება, ერთ მომენტში თავდამსმხელზე წინაც მიდის, და გარკვეული პერიოდი მასთან კომუნიკაციაში შედის.

დავით ხვიბლიანი აღმოჩნდა ბოლო 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც თავდამსხმელმა შენობა დატოვა. თუმცა ის იყო ერთადერთი, რომელსაც ხელები არ ჰქონდა შეკრული, რომელსაც გამტაცებელმა ფულით სავსე ტომარა ჩააბა და რომელმაც ავტომობილში ადგილი საჭესთან დაიკავა.

ჯერ კიდევ გუშინ, თავდასხმის მიმდინარეობის დროს ნიკა გვარამიას მძველებით სავსე ოთახიდან ვინმე დათო დაუკავშირდა, რომელიც, სავარუდოდ, სწორედ ხვიბლინი იყო, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა და გადაჭრით ვერ ამბობდა, მძევალი იყო თუ ტერორისტი.

ბანკის დაყაჩაღების ოპერაციის მასშტაბი, თავდასმხმელის მანერები, ტაქტიკა და მოგვიანებით, ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული ოპერაცია ადასტურებს, რომ თავდამსხმელი კარგად ერკვევა სამხედრო საქმეში, კარგად იცის ადამიანების ფსიქოლოგიაც, პოლიციის სამოქმედო გეგმაც, იცის როგორ აუბნიოს მათ გზა და როგორ დაუსხლტეს ჩასაფრებას.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი- ვფიქრობ , ზუგდიდში ძარცვის ამგვარი დასასრული, წაახალისებს მსგავს დანაშაულს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება