თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები კოჯორში შეკრებილ სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ჯარისა და სახალხო გვარდიის ის მებრძოლები გაიხსენეს, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

„მემორიალთან გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის წარმომადგენლები, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ასევე, ორგანიზაცია „აისის“ წევრები იმყოფებოდნენ. კოჯორში შეკრებილ საზოგადოებას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა. მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილიც მოინახულეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თბილისის დამცველთა დღე“ ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭს უყრის
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა