აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ “შავ სიაში” რუსეთის თავდაცვის სფეროს 2 კომპანია შეიყვანა – კონსტრუქტორული ბიურო “ნოვატორი” და სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი “ტიტან – ბარიკადები”. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “ТАСС”, რომელიც აშშ-ს ფედერალური რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა.
აშშ მიიჩნევს, რომ ამ კომპანიათა საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. მათ მიმართ ამოქმედდება საექსპორტო ლიცენზირების რეჟიმი, რაც კრძალავს ამ კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების პროდუქციის მიყიდვას.