თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ბიუჯეტის პირველი პროექტით თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება. 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტის გეგმა 748 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის მიხედვით, 2018 წელს ამ უწყებას, ჯამში, 702 მლნ ლარი უნდა გამოეყოს. 2016 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 745 მლნ ლარი იყო.

“ჩვენ აქ რეალური შემცირება არ გვაქვს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ორ ნაწილად განვიხილავთ: ერთი არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და მეორე – საფრანგეთიდან მიღებული კრედიტით დაფინანსება. აღნიშნული კრედიტის ფარგლებში ძირითადი თანხა წელს იმაზე მეტი იქნება მიღებული, ვიდრე ბიუჯეტშია გათვალისწინებული. უფრო მეტი დაიხარჯება წელს, შესაბამისად, ეს პროექტი მთავრდება და დონორის მიერ გამოყოფილი თანხა მცირდება”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

პროექტის მიხედვით, 2018 წლისთვის გამოყოფილი თავდაცვის ხარჯებიდან 680 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო დანარჩენი 22 მლნ – კრედიტით.

ეს არ არის საბოლოო ბიუჯეტი, რადგან ის პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცე

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები – გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს
შემდეგი სტატიასაკადრო წმენდა აუდიტის სამსახურში და გენერალური აუდიტორის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან